უგულავა ძიუდოისტზე: ეს კაცი ჩემი თავდასხმის მერე გამდიდრდა და გასივდა ფულით

უგულავა ძიუდოისტზე: ეს კაცი ჩემი თავდასხმის მერე გამდიდრდა და გასივდა ფულით

4-02-2022, 13:27 - 2022
869
       

„მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ მოსამართლე კოჭლამაზიშვილი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავა ამბობს, რომ შესაძლოა, მოსამართლემ მის მიმართ პატიმრობა არ გამოიყენოს, თუმცა ჯარიმას მიმართოს.

„ამ პროცესის უკანაა, ვინ დაავალა ბადრი-საბა გავაშელიშვილსა და მის მეორე მეგობარს მოსულიყვნენ იქ. მე მგონია, არავინ არ არის ამ ქვეყანაში იდიოტი, რომ სჯეროდეს, ისინი თვითონ მოვიდნენ. იმიტომ, რომ ზუსტად ორი კვირით ადრე მიტინგს შემოუვარდა ბადრი გავაშელიშვილი და მიტინგზე ხალხს არბევდა. ეს კაცი რომ ზონდერია, იცის ყველამ. ეს კაცი, რომ ჩემი თავდასხმის მერე გამდიდრდა და გასივდა ფულით და სარგებლით, ესეც ყველამ იცის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემის საქმეზე გიგი უგულავას სასამართლო მიმდინარეობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები