გიული ალასანია განცხადებას აკეთებს

გიული ალასანია განცხადებას აკეთებს
4-02-2022, 13:20 - 2022
971

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ განცხადება გააკეთა.

ალასანია მოითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილს სათანადო გამოკვლევები და მკურნალობა გაეწიოს. მანვე აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტის პირად ექიმს თვე-ნახევარზე მეტია პაციენტის მონახულების უფლებას არ აძლევენ.

„ითხოვს ადამიანი ადეკვატურ გამოკვლევას. ესეც არ ჩასტარებია და შემდეგ, რა თქმა უნდა, შესაბამის მკურნალობას. თვე-ნახევარია თითქმის გასული და მისი პირადი ექიმი არაფრით არ შეუშვეს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. სხდომას ექს-პრეზიდენტი ესწრებოდა. მან სასამართლოს დარბაზში განცხადებებიც გააკეთა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა