ცხედრებიც კი დანაღმულია, ირპენში დაბრუნება საშიშია - უკრაინის შსს

ცხედრებიც კი დანაღმულია, ირპენში დაბრუნება საშიშია - უკრაინის შსს

30-03-2022, 15:43 - 2022
660
       

„რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ირპენში უამრავი ნაღმია აღმოჩენილი, ვპოულობთ დანაღმულ გვამებსაც“, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ განაცხადა.
 
მისი თქმით, ირპენში ბევრი ადამიანი რჩება, რომლებიც უარს ამბობენ წასვლაზე, თუმცა პოლიციელები სარდაფებს ეძებენ და ცდილობენ, ეს ადამიანები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანონ.
 
ვპოულობთ უამრავ ნაღმს, დანაღმულ გვამებსაც. ამიტომ, დიდი თხოვნაა, ვისაც სახლში დაბრუნება სურს, მოითმინეთ. ოფიციალურად როდესაც გამოცხადდება, რომ ქალაქში შესვლა შესაძლებელია, დაბრუნდით“, - განაცხადა დენისენკომ.
 
შეგახსენებთ, რომ ქალაქი ირპენი, რუსი ოკუპანტებისგან 28 მარტს გათავისუფლდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები