საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი ჩამოსვლის შემდეგ, საქართველო მთლიანად შეიცვალა.
მისივე თქმით, ადგილობრივმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ ბრძოლას აზრი აქვს.
„საქართველო მთლიანად შეიცვალა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ. ადგილობრივი არჩევნები არასდროს არ იყო ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენ ნახეთ რომ წავართვით მთავარი ქალაქი სამი დღის წინ, რუსთავი, უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ზუგდიდს, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიძვრება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია როდესაც ბრძოლას აქვს აზრი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილი.