ქუთაისის საქალაქო სასამართლოში DailyInfo-ს ტექნიკური სამსახურის თანამშრომლის პროცესი მიმდინარეობდა.
მოსამართლემ DailyInfo-ს თანამშრომელი გიორგი ლოლაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა და პროცესი გადაიდო.
ქუთაისის პოლიციამ მტკიცებულებები ვერ წარადგინა, რის გამოთაც პროცესი გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ DailyInfo-ს თანამშრომელი ქუთაისში საწვავის ფასების მატებასთან დაკავშირებულ აქციაზე დააკავეს, დაკავების მიზეზი თავიდან უცნობი იყო, ხოლო შემდეგ მას დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.