„ეს არის ჩემი ბრალი, ისტორია გამამტყუნებს“  - მიხეილ სააკაშვილი

„ეს არის ჩემი ბრალი, ისტორია გამამტყუნებს“ - მიხეილ სააკაშვილი

4-02-2022, 11:50 - 2022
1 990
       

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ მისი ბრალია, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლა რომ შეძლო.

ექს-პრეზიდენტის თქმით, დარწმუნებულია, რომ ისტორია მას ამ საკითხში გაამტყუნებს.

„მხოლოდ ერთი რამ არის ჩემი ბრალი საქართველოში, რომ ამათი, ამ მატყუარების, ამ ფლიდების მოშვება საქართველოში დავუშვი. ეს ნამდვილად არის ჩემი ბრალი და ისტორია მე ამაში გამამტყუნებს. ამაში ვარ დარწმუნებული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები