სასამართლომ კეზერაშვილსა და ნინუას 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა

სასამართლომ კეზერაშვილსა და ნინუას 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა

29-03-2022, 11:19 - 2022
1 033
       

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და მისი მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას სამინისტროს სასარგებლოდ €5 060 000-ის ანაზღაურება დააკისრა. 
 
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
 
დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ ბრალი. 
 
საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი
“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები