მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
4-02-2022, 11:40 - 2022
992

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

სააკაშვილი მიმართავს ივანიშვილს, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა.

„ივანიშვილის ძალებით 5 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ექიმებს, ეს იმ პირობებში, როდესაც მაქვს ძალიან ძლიერი სისუსტე, სერიოზული პრობლემები, მაქვს ძალიან ძლიერი ანემია და სხვა პროცესები. მინდა მივმართო ივანიშვილს, შენ ძალიან კარგად იცი, რომ ჩემი მდგომარეობა ყოველდღე უარესდება, რამდენჯერმე უკვე მქონდა გონების კარგვა, ეს ხდება შენი მითითებით და ვერსად ვერ დაუძვრები ოლიგარქო ამას, ყველა შენზე გამოიშვერს ხელს, ვერავის ვერ გადააბრალებ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა