პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ, სასამართლოში გაკეთებულ მოწოდებას „მთავრობის დამხობის“ შესახებ, სამართალდამცავი უწყებები შეისწავლიან.
მისი განცხადებით, სამართალდამცავი უწყებები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა სამართლებრივი რეაგირება შესაძლოა, მოჰყვეს განცხადებას.
„ბრალდებულის განცხადებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სამართალდამცავი უწყებები მის შეფასებას მოახდენენ და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რა სამართლებრივი რეაგირება შეიძლება ამას მოჰყვეს.
სააკაშვილს ბრალდების მხარე ვედავებით ძალადობის ორგანიზებას, მათ შორის, 7 ნოემბერს მომიტინგეების წინააღმდეგ, ტელევიზიის წინააღმდეგ. ბრალდებულის ადვოკატები ამბობენ, რომ ის უდანაშაულოა იმ ფონზე, როცა თავად დღემდე აკეთებს მსგავს განცხადებებს ძალადობის მოწოდებაზე. არ არის გასაზიარებელი არცერთი სიტყვა მათ უდანაშაულობაზე, თუნდაც, იმ ფონზე, როცა თავად აკეთებენ მსგავს განცხადებებს ძალადობის მოწოდებაზე“, - განაცხადა წიკლაურმა.