„ქართველი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი და მისი მეგობრები უკრაინაში, „საერთო მტრის დასამხობად“ წავიდნენ“, - ამ სათაურით ესპანური გამოცემა სტატიას აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, თუმცა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ათასობით უცხოელი იბრძვის, მათ შორის აშშ-დან, საქართველოდან, იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კანადიდან.
„მე არ შემიძლია სახლში ვიჯდე და ვუყურო, როგორ ანადგურებენ 21-ე საუკუნის ბარბაროსები, რუსები, უკრაინელებს, კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ბავშვებს, ქალებსა და ახალგაზრდებს. არ შემიძლია ვიჯდე და ვუყურებდე ამას ტელეგრამზე ან ტელევიზორში... უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს ბარბაროსები შევაჩეროთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.