„უარი საწვავის ფასებს“ - ამ ლოზუნგით ხონში ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს.
„დეილიინფოს“ როგორც აქციის ორგანიზატორმა ნინო ხაბულიანმა განუცხადა, თუ არ მოხდება შესაბამისი რეაგირება და საწვავის ფასები არ დაიწევს ისინი უკიდურეს ზომებს მიმართავენ.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ მოხდეს საწვავზე ფასების დაკლება, თუ არ მოხდება ჩვენი მოთხოვნის შესრულება მივმართავთ უკიდურეს ფორმას, რასაც მოჰყვება გზების გადაკეტვა და მანქანების გაჩერება“, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ნინო ხაბულიანმა.