კოკოითი ბიბილოვს უპირისპირდება - ოკუპირებულ ცხინვალში შიდა კონფლიქტი ღვივდება

კოკოითი ბიბილოვს უპირისპირდება - ოკუპირებულ ცხინვალში შიდა კონფლიქტი ღვივდება
25-03-2022, 14:20 - 2022
1 651

ოკუპირებულ ცხინვალში სეპარატისტული რეჟიმის მოქმედი და ყოფილი „მაღალჩინოსნები“ ერთმანეთს ღიად უპირისპირდებიან.
 
ედუარდ კოკოითი ანატოლი ბიბილოვის ე.წ. მთავრობაში მყოფ იმ ჩინოვნიკებს აკრიტიკებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ.
 
ანატოლი ბიბილოვსა და ედუარდ კოკოითს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კოკოითს ე.წ. საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირებაზე უარი უთხრა.
 
პრეზიდენტის პრესმდივანი დინა გასიევა სამხრეთ-ოსეთის კგბ-ს ოფიცრის მეუღლე, საქართველოს მოქალაქეა. 
 
სამხრეთ ოსეთის პარლამენტის 6 დეპუტატს, პარტია „ერთიანი ოსეთის“ წევრებს საქართველოს მოქალაქეობა აქვთ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამ თანამშრომელს საქართველოს მოქალაქეობა აქვს. 
 
უზენაესი სასამართლოს მაღალჩინოსანს საქართველოს მოქალაქეობა აქვს
“, - აცხადებს კოკოითი.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს არის ჩანიშნული. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. არჩევნები ჩაიშალოს და მასობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა