2018 წელს ნარკოტიკისთვის დაკავებული პირი 2020 წელს გარდაიცვალა, 2022-ში კი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

2018 წელს ნარკოტიკისთვის დაკავებული პირი 2020 წელს გარდაიცვალა, 2022-ში კი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
23-03-2022, 21:22 - 2022
847

2018 წელს ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირი, რომელსაც 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, 2022 წლის მარტში სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
 
როგორც „გირჩი-მეტით თავისუფლების“ წევრი, ნინა საჯაია სოციალურ ქსელში წერს, დაკავებულს 2020 წელს ციხეში სიმსივნე დაუდგინდა და გარდაიცვალა, დღეს კი ოჯახმა სასამართლოდან გადაწყვეტილება, მიიღო, რომლის თანახმადაც ის უდანაშაულოდ ცნეს.
 
2018 წელს დაიჭირეს ირაკლი. 3 დღის შვილი გამოყავდა სამშობიაროდან ახალნამშობიარებ ცოლთან ერთად, როცა გადააყენებინეს მანქანა და წაიყვანეს.
 
ედავებოდნენ განსაკუთრებულად დიდი ნარკოტიკების შეძენა, შენახვა და გარდაცვლილი მამის გაფორმებული იარაღის შენახვას. მიუსაჯეს 15 წელი.
 
2020 წელს ციხეში დაუდგინდა სიმსივნე და რამოდენიმე კვირაში გარდაიცვალა.
 
ხო და ახლა, 2022 წლის მარტში, მოდის წერილი სასამართლოდან და გვატყობინებენ, რომ ირაკლი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ნარკოტიკების საქმეზე და მხოლოდ მამამისის გაფორმებული იარაღის შენახვაზე ცნეს დამნაშავედ.
 
ასე უნგრევს სისტემა ადამიანებს ცხოვრებას, კლავს ხალხს და ტოვებს პატარა ბავშვებს დაობლებულებს
“, - წერს ნინა საჯაია.


კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა