პუტინისტური „ალტ-ინფოს“ პარტია ქობულეთში მოსახლეობას ხელკეტებით გაუსწორდა

პუტინისტური „ალტ-ინფოს“ პარტია ქობულეთში მოსახლეობას ხელკეტებით გაუსწორდა

22-03-2022, 19:35 - 2022
789
       

ქობულეთში, პუტინისტური „კონსერვატიული პარტიის“ ოფისთან დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 8 პირი დააკავეს.
 
მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებიც „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული პარტიის“ ქობულეთში გახსნას აპროტესტებდნენ, ხელკეტებით დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
 
დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.
 
დაკავებულებს შორის 7 „კონსერვატული“ პარტიის წარმომადგენელი, ერთი კი აქციის მონაწილეა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები