თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს.
პოლიტიკოსი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე, რამდენ რამეზე ვიფიქრო? ადვოკატი მირეკავს 3 საათზე საქალაქო სასამართლოში უნდა მოხვიდე შენი პროცესი გრძელდებაო.
არც ომს გაცლიან და არც ცხოვრებით ტკბობას ბომბების ქვეშ“, - დაწერა ირაკლი ოქრუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილის მიმართ ბრალდება ბუტა რობაქიძის საქმეს ეხება. მას ბრალად უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აქვს წარდგენილი.