გავრცელებული ინფორმაციით, სუმის ქიმიური საწარმოდან ამიაკმა გაჟონა

გავრცელებული ინფორმაციით, სუმის ქიმიური საწარმოდან ამიაკმა გაჟონა

21-03-2022, 10:33 - 2022
979
       

სუმის რეგიონის გუბერნატორი აცხადებს, რომ ქიმიური საწარმოდან ამიაკმა გაჟონა. 
 
მან მოსახლეობა გააფრთხილა, რომ დაბინძურების რადიუსი 5 კილომეტრია და ამ მანძილზე მყოფმა პირებმა ტერიტორია უნდა დატოვონ.
 
სუმის რეგიონის გუბერნატორმა პოსტი Telegram არხზე გამოაქვეყნა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რამ გამოიწვია გაჟონვა.
 
სუმი ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქია და ის ალყაშია მოქცეული.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები