რუსეთი მარიუპოლს კაპიტულაციას სთხოვს და დროს უკრაინის დროით დილის 5 საათამდე აძლევს.
ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით სამთავრობო მედია „რია“ ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა“ განვითარდა და ქალაქს „მაცხოვრებლების გადარჩენას“ სთავაზობს, ამისთვის კი დერეფანი დილის 10 საათიდან გაიხსნება.