პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში არასრულწლოვანთა ჩასართავად ემზადება - დაზვერვა

პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში არასრულწლოვანთა ჩასართავად ემზადება - დაზვერვა

20-03-2022, 19:12 - 2022
1 855
       

„ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო, საოკუპაციო არმიის რიგების შესავსებად კრემლის ხელმძღვანელობა არასრულწლოვანთა საომარ მოქმედებებში ჩართვას განიხილავს“, - ნათქვამია უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაში. 
 
მათი ცნობით, ბრძანებას „სამხედრო-პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა „იუნარმიას“ წევრების უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციაში“ ჩართვის შესახებ, ხელი მოაწერა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ.
 
ბრძანება ეხება საოკუპაციო არმიაში საომარ მოქმედებებში მონაწილე 17-18 წლის პოტენციური რეზერვის შესახებ ანგარიშების მომზადებას. 
 
რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ რაც შეიძლება მალე უნდა წარმოადგინოს წინადადებები ამ პერსონალის მომზადების შესახებ. 
 
ბრძანების აღსრულების მონიტორინგი რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსი, გენადი ჟიდკო ევალება
“, - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები