რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლის ათასობით მაცხოვრებელი რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამის არხზე მარიუპოლის საბჭო ავრცელებს.
ოკუპანტებმა მარიუპოლის მოსახლეობა „ბანაკებში“ გადაიყვანეს. მათ ტელეფონები და ოფიციალურ დოკუმენტები შეუმოწმეს. ხელახალი იდენტიფიცირების შემდეგ მარიუპოლის მაცხოვრებლების ნაწილი რუსეთის შორეულ ადგილებში გადაიყვანეს, დანარჩენი ნაწილი კი უსახლკაროდ დატოვეს.
„რუსებმა არ იკმარეს მშვიდობიანი ქალაქის დარბევა, მათ მარიუპოლის მაცხოვრებელთა გადასახლება დაიწყეს. რუსეთის მხრიდან თითოეულ სამხედრო ბოროტებას საპასუხო სასჯელი უნდა მოჰყვეს“, - აღნიშნა ქალაქის მერმა.