უკრაინაში, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე რუსი სამხედრო კაპიტანი მოკლეს

უკრაინაში, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე რუსი სამხედრო კაპიტანი მოკლეს
20-03-2022, 01:46 - 2022
663

უკრაინაში, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე რუსი სამხედრო კაპიტანი მოკლეს.
 
რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილის, პირველი რანგის კაპიტანის ანდრეი პალის სიკვდილის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი, საკონსულტაციო ჯგუფ „ასისტენსის“ პრეზიდენტი, კონსტანტინე ცარენკო ავრცელებს.
 
ჩვენი სამშობლოს მამაცი დამცველი, ფიცისა და საზღვაო ძალების თავდადებული, მოსიყვარულე მამა, ნამდვილი მეგობარი, შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი, ანდრეი ნიკოლაევიჩ პალი, აღარ არის. დღეს ჩვენი მეგობარი დაიღუპა ჩვენი, ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის დასაცავად მის შორეულ საზღვრებზე!“, - წერს კონსტანტინე ცარენკო.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა