უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს რუსი მაიორი, რომელიც 2008 წელს საქართველოს ბომბავდა

უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს რუსი მაიორი, რომელიც 2008 წელს საქართველოს ბომბავდა

19-03-2022, 17:08 - 2022
1 146
       

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საჰაერო ძალების საავიაციო ქვედანაყოფის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინცი მოკლეს.
 
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 
 
მედიის ცნობით, ვოლინცის ხელმძღვანელობით ოკუპანტებმა თითქმის მთელი უკრაინა დაბომბეს.
 
ინფორმაციას ადასტურებს პრიმორსკო-ახტარსკის ოლქის ხელმძღვანელი, მაქსიმ ბონდარენკო. მისი თქმით, ადრე რუსი მფრინავი მონაწილეობდა საქართველოს დაბომბვაში 2008 წელს, ასევე სირიაში, სადაც კრემლის რეჟიმი მხარს უჭერდა დიქტატორ ბაშარ ასადს.
 
არ არის დაკონკრეტებული, როდის გაანადგურა შეიარაღებულმა ძალებმა ვოლინცის თვითმფრინავი, თუმცა ცნობილია, რომ ის 17 მარტს დაკრძალეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები