უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიევის არმიამ ოკუპანტებს დედაქალაქიდან 70 კილომეტრით უკან დაახევინეს.
უკრაინულმა არმიამ კონტრშეტევები გამთენიისას დაიწყო, შეტაკებების შედეგად კიევის შემოგარენში 15-მდე ხანძრის კერა გაჩნდა. ეს ის წერტილებია, რომელიც ოკუპანტებმა შეტაკებებისას გადაწვეს, მათ შორის, ადგილები, სადაც დიზელის მარაგები ინახებოდა.