უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ახალ მიმართვას ავრცელებს.
მისი განცხადებით, რუსული არმიის თავდაპირველი გეგმა ჩვენი სახელმწიფოს სრულიად ოკუპირებასთან დაკავშირებით, ჩაფლავდა.
„კიევის, სუმის, ჩერნიგოვში, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით, ჩვენმა არმიამ ოკუპანტები შეაჩერა.
რუსული არმიის თავდაპირველი გეგმა ჩვენი სახელმწიფოს სრულიად ოკუპირებასთან დაკავშირებით, ჩაფლავდა. იგრძნობა, რომ უკვე აღარ იციან, რა დაგვიპირისპირონ.
არ იციან რა მოგვიხერხონ გარდა იმისა, რომ იბრძოლონ სრულიად მიუღებელი მეთოდებით - თავს დაესხან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, დასახლებულ პუნქტებს, მშვიდობიან მოსახლეობასა და ბავშვებს.
ისინი არამხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას, არამედ სახლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს ბომბავენ. ეს დანაშაულია!“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.