რუსეთ-უკრაინის ომში მოკლეს პოლკოვნიკი, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა.
ამის შესახებ ინფრომაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
საუბარია პოლკოვნიკ სერგეი სუხარევზე, სწორდ მისი მეთაურობით მონაწილეობდა 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
ფაქტს სოცილუარ ქსელში გიორგი ანწუხელიძის მეუღლე გამოეხმაურა.
„მოახლოვდა დრო აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით“, - წერს მაკა ჩიკვილაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს ცხინვალში წამებით მოკლეს, მას შემდეგ რაც ქართველმა სამხედრომ ოკუპანტებს საქართველოს და ქართული დროშის შეურაცხყოფაზე ური განაცხადა.