დაღუპული ქართველების ცხედრებიდან ერთი პროზექტურაშია, მეორეს გამოყვანა ვერ ხერხდება

დაღუპული ქართველების ცხედრებიდან ერთი პროზექტურაშია, მეორეს გამოყვანა ვერ ხერხდება

18-03-2022, 19:02 - 2022
1 089
       

ქართველმა მებრძოლებმა ერთი დაღუპული სამხედროს ცხედრის გამოყვანა შეძლეს, ინტენსიური დაბომბვის გამო, მეორე ცხედართან მიახლოება ვერ ხერხდება.
 
სამხედროების ცნობით, გია ბერიაშვილის ცხედარი უკვე პროზექტურაშია გადასვენებული.
 
ჩვენ ეს ამბავი გავიგეთ შემთხვევით. ერთ-ერთი ფრანგი სნაიპერები, რომელიც გამოვიდა როგორღაც გვითხრა, რომ ქართველები დაიხოცნენო. 
 
ჩვენ სხვა წერტილიდან მოვიხსენით ჩვენი ჯგუფი, როგორც კი გავიგეთ ქართველებიო და გავიქეცით, ფაქტობრივად 60 კილომეტრის იქით. 
 
ღამე იყო უკვე და მასობრივი დაბომბვა დაიწყო. დილით უკვე ქართველები, სხვა ბატალიონიდან, გამოცდილები ვინც არიან პირველ მიცვალებულამდე მისვლა მოახერხეს, მეორემდე ვერ მოხერხდა, სამწუხაროდ, მაგრამ გამოყვანით გამოვიყვანთ
“, - აცხადებს ქართველი სამხედრო ვანო ნადირაძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები