„რუსი სამხედროები უკრაინისთვის იარაღის ნებისმიერ გადაზიდვას სამიზნედ აღიქვამენ“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი პროპაგანდისტულ RT-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, მოსკოვი არ დაუშვებს კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას სხვა ქვეყნებიდან.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შევა უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც მიგვაჩნია იარაღის გადამზიდად, გახდება ლეგიტიმური სამიზნე. ეს სრულიად გასაგებია“, - განაცხადა ლავროვმა.