„ჰავანას სინდრომი“ შესაძლოა გამოწვეული იყოს რადიოსიხშირული ენერგიის პირდაპირი დასხივებით, - ამის შესახებ კვლევას „ბიბისი“ ავრცელებს.
გაიმართა დებატები იმის შესახებ, იყო თუ არა სიმპტომები, რომლებიც აშშ-ს პერსონალს გამოუვლინდა, რაიმე მოწყობილობით ან ფსიქოლოგიური ფაქტორით გამოწვეული.
აშშ-ს სადაზვერვო ექსპერტთა ჯგუფის ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ სიმპტომები „ნამდვილი და დამაჯერებელია“ და ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, გამოწვეული იყოს ფარული მოწყობილობის გამოყენების შედეგად.
კვლევის თანახმად, სინდრომის რამდენიმე მახასიათებელი გამოვლინდა: თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა, ყურის ტკივილი, არასასიამოვნო ხმების გაჩენა, წნევის უეცარი აწევა.
კვლევის მიხედვით, დადგინდა, რომ სიმპტომები ვერ აიხსნება გარემო ან სამედიცინო პირობებით და იგი ვერ იქნება გამოწვეული ნევროლოგიური აშლილობით.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რადიოსიხშირული ენერგიის პირდაპირი დასხივება შესაძლოა, იწვევდეს „ჰავანას სინდრომს“, რომელიც გამოწვეული იყოს რაიმე მოწყობილობის მიერ.
ცნობისთვის, 2016 წელს ჰავანაში აშშ-ს დაზვერვის ოფიცრებსა და დიპლომატებს უჩვეულო სიმპტომები გამოუვლინდათ. თავდაპირველად, შემთხვევების ძირითადი რაოდენობა უარყოფილი იქნა მთავრობის მიერ, თუმცა გასულ წელს სერიოზულად დაიწყო ამ შემთხვევების გამოკვლევა, რადგან მსგავსი მახასიათებლებით ბევრი შემთხვევა გამოვლინდა. მათი რიცხვი მთელ მსოფლიოში ათასს აღწევს.