CNN-ის ცნობით, დღეს, 18 მარტს, ლვოვში, სულ მცირე, ერთი რუსული რაკეტა ჩამოვარდა.
ლვოვის მერი, ანდრი სადოვიი წერს, რომ ვერ ადასტურებს დარტყმის ადგილს, მაგრამ აქვს ინფორმაცია, რომ ეს აეროპორტი არ არის.
„რაკეტები ლვოვის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას მოხვდა. ზუსტ მდებარეობას ამ დროისთვის ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის აეროპორტი. ავტოსატრანსპორტო კომპანიის შენობებში დაზიანებულია მინები. ადგილზე ვითარება ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწოდებთ“, - წერს სადოვიმ.