რუსეთში გენერალი გავრილოვი დააკავეს - Bellingcat-ის ჟურნალისტი

რუსეთში გენერალი გავრილოვი დააკავეს - Bellingcat-ის ჟურნალისტი

18-03-2022, 01:04 - 2022
5 939
       

Bellingcat-ის გამომძიებელი ჟურნალისტი კრისტო გროზევი აცხადებს, რომ რუსეთში როსგვარდიის ხელმძღვანელის მოადგილე რომან გავრილოვი დააკავეს. 
 
გროზევის თქმით, ინფორმაციას მას 3 სხვადასხვა, დამოუკიდებელი წყარო აწვდის. 
 
რუსეთის შიდა ჯარის დანაყოფის, რომელმაც უკრაინაში კრახი განიცადა ხელმძღვანელის მოადგილე გენერალი რომან გავრილოვი ФСБ-მ დააკავა. 

გავრილოვი ადრე ФСО-ში, პუტინის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა“, - წერს გროზევი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები