პრორუსული „ალტ-ინფოს“ წევრები ზუგდიდში ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

პრორუსული „ალტ-ინფოს“ წევრები ზუგდიდში ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

18-03-2022, 00:38 - 2022
1 302
       

ზუგდიდში პუტინიტური „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისთან „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. 
 
როგორც ემა გოგოხია „მთავარ არხთან“ ყვება, ის „კონსერვატიული პარტიის“ წევრთან ინტერვიუს ჩაწერას ცდილობდა, რა დროსაც ოფისთან რამდენიმე მანქანა გაჩერდა. მისი თქმით, ოპერატორს 8 კაცი უმოწყალოდ ურტყამდა. 
 
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი, მაგრამ არა ყველა. 
 
ზუგდიდში, „კონსერვატიული პარტიის“ ოფისი უკრიანის დროშის ფერებში შეღებეს. სწორედ ამის გადასაღებად და კომენტარის ჩასაწერად იმყოფებოდა „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი ადგილზე. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები