თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
ინფორმაციას თავად „ფორმულა“ ავრცელებს.
როგორც არხის რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძე ყვება, ისინი კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა „ფორმულას“ თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.
მათივე ინფორმაციით, სტუმრის აგრესია იმ ფაქტის გაგებას მოყვა, რომ ჟურნალისტი „ფორმულაში“ მუშაობდა. ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ნანო ჩაკვეტაძესაც.