თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაში ჩავიდა.
ის თავის უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ქალაქ ლვოვში, ყირიმელი თათრების საკოორდინაციო ცენტრში შეხვდა და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ
„ანტალიის შემდეგ, შევხვდი ჩემს უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას, ამჯერად ლვოვში. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენი ძალისხმევა გაგრძელდება ომის დასასრულებლად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად“, - წერს ჩავუშოღლუ ტვიტერზე.
#Lviv’de Kırım Tatar Koordinasyon Merkezi’nde soydaşlarımızla biraraya geldik. Soydaşlarımızın güvenlik ve refahı için desteklerimiz sürecek.
— Mevlüt Çavuşoğlu (@MevlutCavusoglu) March 17, 2022
Met w/our kinsmen at the Crimean Tatar Coordination Center in Lviv. Our support for the safety & well-being of our kinsmen will continue. pic.twitter.com/QESsd1TZ3g