მარიუპოლის თეატრის თავშესაფარმა გაუძლო საჰაერო დარტყმას, ხალხი გადარჩა

მარიუპოლის თეატრის თავშესაფარმა გაუძლო საჰაერო დარტყმას, ხალხი გადარჩა

17-03-2022, 13:51 - 2022
674
       

უკრაინის სახალხო დეპუტატის, სერგეი ტარუტას ინფორმაციით, მარიუპოლის დრამატული თეატრის თავშესაფარმა საჰაერო დარტყმას გაუძლო და ხალხი გადარჩა.
 
ომის 22-ე დღის დილით საშინელი გაურკვევლობის ღამის შემდეგ, საბოლოოდ კარგი ამბავი მარიუპოლიდან! თავშესაფარი გადარჩა. დაიწყო ბლოკირების დემონტაჟი, ხალხი ცოცხალი გამოდის!“, - წერს დეპუტატი ფეისბუქზე.
 
შეგახსენებთ, რომ რუსებმა თეატრზე იერიში გუშინ, 16 მარტს მიიტანეს. თავშესაფარში ასობით ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვები.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები