ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დიდწილად შეჩერებულია ყველა ფრონტზე.
უწყების ცნობით, რუსები კვლავ მძიმე დანაკარგებს განიცდიან.
„რუსულმა ძალებმა მიაღწიეს მინიმალურ წინსვლას ხმელეთზე, ზღვაში ან ჰაერში ბოლო დღეების განმავლობაში და კვლავ განიცდიან მძიმე დანაკარგებს.
უკრაინის წინააღმდეგობა რჩება მტკიცე და კარგად კოორდინირებული. უკრაინის ტერიტორიის აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ყველა დიდი ქალაქი, რჩება უკრაინის ხელში“, - წერს სამინისტრო.
(1/3)
— Ministry of Defence ?? (@DefenceHQ) March 17, 2022
The Russian invasion of Ukraine has largely stalled on all fronts.