არსებული ინფორმაციით, რუსეთში სიკვდილით დასჯის დაბრუნება სურთ - ჟირინოვსკის პარტია რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს

არსებული ინფორმაციით, რუსეთში სიკვდილით დასჯის დაბრუნება სურთ - ჟირინოვსკის პარტია რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს

17-03-2022, 01:08 - 2022
790
       

რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ გამოაცხადა, რომ მზადაა განსახილველად წარადგინოს ინიციატივა, რომელიც სიკვდილის დასჯის აღდგენასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს. 
 
ამის შესახებ ნათქვამია ფრაქციის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ვლადიმერ ჟირინოვსკის ტელეგრამ-არხზე.
 
„ლიბერალ-დემოკრატიულმა“ პარტიაში აცხადებენ, რომ შესაძლებელია რეფერენდუმის ინიცირება სიკვდილით დასჯის აღდგენაზე ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა - ტერორიზმი, გარყვნილი ფორმით მკვლელობა, განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი კორუფცია, ბავშვების გაუპატიურება და სხვა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები