სვენ მიქსერი: ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში რეფორმების გატარებას

სვენ მიქსერი: ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში რეფორმების გატარებას

3-02-2022, 12:04 - 2022
1 041
       

საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე გამოწვევები მრავალწახნაგოვანია, გამოწვევებს შორის კი ერთ-ერთი რეფორმების საკითხია.

მისი თქმით, დამოუკიდებელი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და სტანდარტების შესრულება არის ის, რაც ევროინტეგრაციის საკითხში მნიშვნელოვანია. 

„მნიშვნელოვანია რომ გადავწყვიტოთ ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს საქართველოში და დავეხმაროთ საქართველოს. ჩვენი დელეგაცია სწორედ ამიტომ ცდილობს, რომ შევთანხმდეთ ძირითად საკითხებზე. რა თქმა უნდა, შესრულება ასოცირების შეთანხმების არ არის დაკავშირებული პირდაპირ პოლიტიკურ განსხვავებებთან, ეს არის ფოკუსირებული ადამიანებზე. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში რეფორმების გატარებას. გამოწვევები არის მრავალწახნაგოვანი და არ არის მხოლოდ ტექნიკური სამუშაო, რა უნდა შეასრულოთ, არის არაერთი მნიშვნელოვანი პირობა და სტანდარტი, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს ინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯებისთვის მზად. მათ შორის გახლავთ სტანდარტები რომელიც დაკავშირებულია კანონის უზენაესობასთან ინსტიტუციების დამოუკიდებლობასთან. მოლაპარაკებები, რომ საქართველო უფრო დაუკავშირდეს ევროპას ჰგავს სპირტულ გუნდში გაწევრიანებას, რადგან სტანდარტები იქაც არსებობს და არ შეიძლება მათზე სხვაგვარი მოლაპარაკება. პატივი უნდა სცეს ამ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა სვენ მიქსერი.

მანევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანია კომპრომისებზე წასვლა. მისი თქმით, ევროკავშირში ბევრი წარმომადგენელი მზადაა, რომ მოლაპარაკებებისა და პროცესის წარმატებისთვის დათმობებზე წავიდეს.

„მიზანი არის რომ ქვეყანამ დააკმაყოფილოს ევროპული სტანდარტები. ევროპარლამენტი არის კომპრომისზე ორიენტირებული. მე ვედავ რომ ბევრი იქ მზადაა გამონახონ საერთო ენა, დათმობებზე წავიდნენ და ეს არის სიძლიერის ჩვენება. მესმის, რომ ქართველებს მიაჩნიათ, რომ დათმობა არის სისუსტე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გადავლახოთ ეს მიდგომა და თითოეულ ეტაპზე როცა გვინდა, რომ რაღაც საერთო ვიპოვოთ და დათმობა რეალურად არის საერთო ნიადაგის ჰქონდა და დათმობაზე წასვლა ნიშნავს, რომ ის ჩამოყალიბებულია და ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი“, - აღნიშნა სვენ მიქსერმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები