ციხის კარები გაიყინა, ვერ გააღეს და სასამართლო პროცესს თამლიანი ვერ დაესწრო - კუპრავა

ციხის კარები გაიყინა, ვერ გააღეს და სასამართლო პროცესს თამლიანი ვერ დაესწრო - კუპრავა

16-03-2022, 16:58 - 2022
1 004
       

ბაჩო თამლიანი პროცესზე ვერ მოიყვანეს. მიზეზი კი ის იყო, რომ ციხის კარები გაიყინა და ვერ გააღეს.
 
როგორც სამოქალაქო აქტივისტი ალიკა კუპრავა სოციალურ ქსელში წერს, თამლიანის არ მოყვანის მიზეზად ეს დასახელდა.
 
თამლიანი 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დააკავეს. აქცია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობდა.
 
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სამართალდამცავებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლას გულისხმობს. თამლიანს აღკვეთის სახით, წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები