16 მარტის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 103 ბავშვი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაბომბვის შედეგად ყოველდღიურად სულ მცირე 5 ბავშვი იღუპება. ყველაზე მეტად ბავშვები კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხერსონის, მიკოლაევისა და ჟიტომირი ოლქებში დაზარალდნენ.
თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად დაზიანდა 400-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, აქედან 59 სრულად განადგურდა. ყველაზე მეტი - 119 ნგრევა დაფიქსირდა დონეცკის ოლქში, 50 - ხარკოვის ოლქში, 30 - მიკოლაევის ოლქში, 28 - სუმის ოლქში, 35 - კიევის ოლქში, 21 - ხერსონის ოლქში, 24 - დედაქალაქ კიევში.
დაიბომბა 11 სამედიცინო დაწესებულება და 3 სარეაბილიტაციო ცენტრი, მათ შორის შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი.