NATO-ს სამშვიდობო მისია უკრაინაში - იაროსლავ კაჩინსკის განცხადება

NATO-ს სამშვიდობო მისია უკრაინაში - იაროსლავ კაჩინსკის განცხადება

16-03-2022, 10:18 - 2022
2 541
       

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, იაროსლავ კაჩინსკიმ უკრაინაში NATO-ს, ან სხვა სახის საერთაშორისო სამშვიდობო მისიის გაგზავნის იდეა წამოაყენა.
 
ამის შესახებ მან უკრაინაში, კიევში ვიზიტის დროს ისაუბრა. 15 მარტს პოლონეთის პრემიერი და მისი მოადგილე, სლოვენიის პრემიერი და ჩეხეთის პრემიერი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.
 
ვფიქრობ, აუცილებელია სამშვიდობო მისია, NATO-სი, შესაძლოა რაიმე უფრო ფართო საერთაშორისო სტრუქტურაც, მაგრამ მისია, რომელსაც შეეძლება თავდაცვა. 
 
რომელიც იმოქმედებს უკრაინის ტერიტორიაზე
“, - განაცხადა კაჩინსკიმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები