სავარაუდოდ, ფონიჭალაში დააკავეს 14 წლის ბიჭი, ის ნარკოდანაშაულში ფიგურირებს. არსებული ინფორმაციით, მოზარდი დანაშაულებრივ საქმიანობაში მამასთან ერთად იყო ჩართული.
სამართალდამცველებმა სხვადსხვა ლოკაციებზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ჯამში 22 პირი დააკავეს, მათ შორის 4 ქალია. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და თანხა.