რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქში FOX News-ის ოპერატორი და ადგილობრივი ჟურნალისტი მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქში FOX News-ის ოპერატორი და ადგილობრივი ჟურნალისტი მოკლეს

15-03-2022, 21:25 - 2022
638
       

კიევის ოლქში, სოფელ გორენკაში რუსი ოკუპანტების მხრიდან საარტილერიო ცეცხლის გახსნას ადგილობრივი ჟურნალისტი, ალექსანდრა კუვშინოვა ემხვერპლა.
 
კუვშინოვასთან ერთად, ამავე თავდასხმის შედეგად FOX News-ის ოპერატორი, პიერ ზაკრზკევსკიც დაიღუპა. ამავე არხის კიდევ ერთი ჟურნალისტი, ბენჯამინ ჰოლი კი დაიჭრა.
 
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ჰოლს ფეხის ნაწილის ამპუტაცია დასჭირდა.
 
13 მარტს კი უკრაინაში, ქალაქ ირპენთან, ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო დაიღუპა. კიევის ოლქის პოლიციის უფროსის, ანდრი ნებიტოვის თქმით რენო რუსმა სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები