ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრილიუს ლანდსბერგისი უკრაინაში ჩავიდა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
დმიტრო კულებამ twitter-ზე ფოტო გაავრცელა და ლანდსბერგისს მადლობა გადაუხადა.
„მივესალმები ჩემს ლიეტუველ მეგობარ გაბრილიუს ლანდსბერგის. პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უკრაინაში, შეჭრის შემდეგ.
ლიეტუვას მხარდაჭერა გაუტეხავია - ორმხრივად ევროკავშირისა და ნატოს ფარგლებში.
ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებაზე. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულებზე“, - წერს კულება.
Welcomed my Lithuanian friend @GLandsbergis. First FM to visit Ukraine since the beginning of invasion. Lithuania’s support is ironclad — bilaterally and within the EU & NATO. We work on speeding up Ukraine’s accession to the EU. Russia must be brought to justice for its crimes. pic.twitter.com/jo6PAIOzHE
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) March 15, 2022