პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები უკრაინაში მიემგზავრებიან

პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები უკრაინაში მიემგზავრებიან

15-03-2022, 12:28 - 2022
1 013
       

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მათეუშ მორავიეცკი ამბობს, რომ ევროკავშირთან და გაეროსთან შეთანხმებით, მიდის უკრაინაში, ქვეყანაში, სადაც ახლა ისტორია იქმნება და მისი შვილების მომავალი წყდება.  
 
პოლონეთის პრემიერის თქმით, დელეგაციაში იქნებიან ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებიც. 
 
დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და მერე შეიძლება ჩემი ქვეყნის, პოლონეთის დრო დადგეს"
 
14 წლის წინ ლეხ კაჩინსკიმ იგივე თქვა საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რუსეთის შემოჭრის დროს. მისმა სტუმრობამ მაშინ შეცვალა აღქმა ამ ომის შესახებ და დიდმა გამბედაობამ სული შემატა ქართველებს და ეს დღემდე ახსოვს მთელ მსოფლიოში.
 
დღეს, უკრაინაზე პუტინის დანაშაულებრივი აგრესიის მე-20 დღეს, ვიცე-პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისთან, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან პეტრ ფიალასთან და სლოვენიის პრემიერ-მინისტრ იანეს იანშასთან ერთად, მივდივარ კიევში, რათა უკრაინელების მიმართ ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ.
 
ჩვენ იქ მივდივართ  ევროკავშირთან შეთანხმებით  და ვიზიტის შესახებ ინფორმირებულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი,ასევე, ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და გაერო.
 
მსოფლიოსთვის ასეთ გარღვევის მომენტში, ჩვენი მოვალეობაა, ვიყოთ იქ, სადაც ისტორია იქმნება. იმიტომ, რომ ეს საქმე ჩვენ კი არა, ჩვენი შვილების მომავალს ეხება, რომლებიც იმსახურებენ ცხოვრებას ტირანიისგან თავისუფალ სამყაროში
“, - წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მათეუშ მორავიეცკი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები