კიევთან ამერიკული ტელეკომპანიის, „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტი დაიჭრა.
ამის შესახებ „ფოქს ნიუსის“ ეთერში წამყვანმა განაცხადა. მას არ დაუკონკრეტებია დაშავებულის სახელი ან მისი მდგომარეობა.
რამდენიმე საათით ადრე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ უკრაინაში ბრიტანელი ჟურნალისტი დაჭრეს. მისი ცნობით, რეპორტიორს ქვედა კიდურები აქვს დაზიანებული და რეანიმაციაში იმყოფება.
BREAKING: @johnrobertsFox reports that "a Fox News journalist has been injured while newsgathering outside of Kyiv." pic.twitter.com/Oi9l5O0f65
— Mediaite (@Mediaite) March 14, 2022