გარდაბანში, ქორწილში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შემთხვევის შედეგად მამედოვების ოჯახის 4 წევრი სასტიკად არის ნაცემი. ინციდენტის შედეგად დაშავებული ერთი პირი ამ დრომდე კომაშია.
დაშავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათ 15-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარის შესახებ აცნობეს პოლიციას, თუმცა უკვე 5 დღეა მათთან არავინ მისულა. ოჯახი აცხადებს, რომ იციან იმ პირების ვინაობა, რომლებმაც მათ სცემეს, მაგრამ პოლიციას ქმედითი ნაბიჯები არ გაუტარებია. ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
„არავინ გვაქცევს ყურადღებას. დამნაშავეებს არ აკავებენ, რადგან, სავარაუდოდ, პოლიციასთან დაახლოებული პირები არიან. რატომ არ აკავებენ? მივდივარ პოლიციაში განცხადებას ვწერ, რომ ყველა დააკავონ, ვინც ჩემს შვილს ასე მოექცა, თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს. მინდა ყველა დაისაჯოს“, - განაცხადა ელიზა მამედოვმა.