რუსმა სამხედროებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული კომპანია ენერგოატომის ტელეგრამ არხში ვრცელდება.
ჯერჯერობით უცნობია, შეიცვალა თუ არა რადიაციული ფონი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული აფეთქებების შედეგად.