რუსი სამხედროები უკრაინაში ომზე უარს ამბობენ.
უკრაინული მედია რუსი სამხედროების მიერ დაწერილ განცხადებებს აქვეყნებს.
მედია წერს, რომ სამხედროების რაოდენობა, რომლებიც ახსნა - განმარტებით განცხადებებს წერენ და უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლაზე უარს ამბობენ, რამდენიმე ათეულს აღემატება.
განცხადებებში კრემლის სამხედროები, სხვებსაც მოუწოდებენ იარაღი დაყარონ და უკრაინაში ბრძოლაზე უარი თქვან.