კიევის თავზე რაკეტა ჩამოაგდეს, ნამსხვრევები 5-სართულიან შენობას დაეცა - არის მსხვერპლიც

კიევის თავზე რაკეტა ჩამოაგდეს, ნამსხვრევები 5-სართულიან შენობას დაეცა - არის მსხვერპლიც
14-03-2022, 17:43 - 2022
503

უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა კიევის თავზე რაკეტა ჩამოაგდეს, რომლის ნამსხვრევები 5-სართულიან შენობას დაეცა და დააზიანა. 
 
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავადა ათობით ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა.
 
ნამსხვრებების ჩამოვარდნის შედეგად, განადგურდა ტროლეიბუსიც, რომელშიც მგზავრები არ იმყოფებოდნენ. აგრეთვე, ჩაიმსხვრა შემთხვევის ადგილზე მდებარე შენობების შუშები, დაზიანდა აივნები და კომერციული ფართები.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა