პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარჩინ ფშიდაჩმა პოლონეთის საზღვართან ახლოს მყოფ უკრაინულ ბაზაზე რუსეთის სარაკეტო იერიშს NATO-სთვის „დამუქრება“ უწოდა.
ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ BBC-სთან ისაუბრა.
„მათ ნამდვილად იცოდნენ, რომ სამხედრო ბაზა პოლონეთის საზღვართან ძალიან ახლოს იყო...
ასე რომ, რა თქმა უნდა, რუსებმა იცოდნენ რას ესროდნენ, მათ NATO-სთვის დამუქრება სურდათ...
მათ სურდათ NATO-სთვის მუქარის შემცველი მესიჯი გაეგზავნათ“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.