ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს დიდუბეში, გოგოლაურის ქუჩაზე გუშინ შუადღისას დაუპირისპირდა.
დაპირისპირების შედეგად, 4 პირი დაიჭრა, აქედან სამი ძმაა. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი მხარეებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. დაპირისპირების დროს ცივი იარაღი გამოიყენეს.
გამოძიება დაწყებულია და მომხდარ ფაქტზე ერთი პირი უკვე დააკავეს.